LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მასშტაბური საავტომობილო ღონისძიება გადაიდო

53
goodwood-festvlsss

ბრიტანული ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კორონავირუსის ინფექციის გამო ღონისძიება გადადონ. ცნობილი რბოლა, რომელიც ყოველწლიურად 150 ათასზე მეტ მაყურებელს იზიდავს, 9–12 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. ახალი თარიღების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღიათ.

ოთხდღიანი საავტომობილო შოუს მთავარი ნაწილი – მთაზე ასვლაა, რომელშიც მონაწილეობას თანამედროვე რეტრო–ქარები, დრიფტ და რალი–კროსოვერები, სუპერქარები, სპორტული პროტოტიპები და ფორმულა–1–ის ბოლიდებიც კი იღებენ. ყველა მონაწილე ცდილობს,  1,86 კილომეტრიანი „მსვლელობა“ ყველაზე სწრაფი გამოუვიდეს. მაგალითად, წინა წელს ელექტრონულმა სპორტულმა პროტოტიპმა Volkswagen ID.R–მა რეკორდი მოხსნა და ტრასა 39,9 წამში გაიარა.

წინა რეკორდი 20 წლის წინაა დამყარებული და ნიკი ჰაიდფილს ეკუთვნის, მრბოლელმა გუდვუდის აღმართი McLaren-Mercedes–ის ბოლიდით 41,6 წამში დაფარა.

ბევრი საავტომობილო კომპანია ფესტივალს თავისი სიახლის წარსადგენადაც იყენებს. მაგალითად, 2019 წელს ბრიტანულმა ბრენდმა Radical–მა სუპერქარი Rapture პირველად სწორედ გუდვუდზე გამოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები