LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპა ბრაზილიამ მოიგო (ვიდეო)

105
2634251-54507650-2560-1440

კოპა ამერიკა დასრულდა და გამარჯვებული ის გუნდი გახდა, რომელსაც უნდა მოეგო. ჩემპიონი მასპინძელი ბრაზილიაა. ფინალში სელესაომ 3:1 მოუგო პერუს. ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და მაშინ ბრაზილიამ 5:0 დაშალა მეტოქე.

ბრაზილია მეცხრედ გახდა კოპა ამერიკის გამარჯვებული, თუმცა პირველად 2007 წლის შემდეგ.

ბრაზილიაში ტურნირი მეხუთედ ჩატარდა და ხუთივეჯერ მოიგო საშინაო ჩემპიონატი.

კოპა ამერიკა ბრაზილიაზე მეტჯერ ურუგვაის (15) და არგენტინას (14) აქვთ მოგებული.

რიო-დე-ჟანეირო. “მარაკანა”
ბრაზილია – პერუ 3:1
გოლები: 1:0 ევერტონი (15), 1:1 გერერო (44, პენ), 2:1გაბრიელ ჟეზუსი (45+3), 3:1 რიშარილსონი (90, პენ)
გაძევება: გაბრიელ ჟეზუსი (70)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები