LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონცეპტი Suzuki Misano – ავტომობილი მოტოციკლეტთან „შეაჯვარეს“

45
suzukimisano45

ევროპის დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებმა ელექტრონული კონცეპტი Suzuki Misano წარადგინეს, მოდელი იაპონურ ბრენდთან თანამშრომლობით შეიქმნა. უჩვეულო შოუ–ქარს სახელი ცნობილი იტალიური ავტოდრომის საპატივცემულოდ დაარქვეს და ის თავის თავში მოტოციკლეტისა და ავტომობილის ნიშნებს აერთიანებს.

Suzuki Misano–ს წინა მხარემ საკმაოდ რთული ფორმა მიიღო და ბრენდის ლოგოტიპიც დიოდის სანათითაა შექმნილი.

სპიდსტერს ორადგილიანი სალონი აქვს, თუმცა სავარძლები ერთმანეთის უკანაა დაყენებული, ზუსტად ისე როგორც მოტოციკლეტში. საჭისა და პედლების ნაცვლად კონცეპტი არასტანდარტული მართვის მოწყობილობებით აღჭურვეს და მოდელი ორსაბურავიან სატრანსპორტო საშუალებას დაამსგავსეს. Suzuki Misano–ს ტექნიკური შიგთავსი პროექტის ავტორებმა საიდუმლოდ დატოვეს.

მიღებული შოუ–ქარი ტრანსპორტის პროექტირების ფაკულტეტის სტუდენტების სამაგისტრო ნამუშევარია. Misano–ზე იტალიელი, ინდოელი, თურქი, ლიბანელი, ესპანელი და ალბანელი ახალგაზრდები მუშაობდნენ.

კონცეპტი Suzuki Misano ტურინის საავტომობილო მუზეუმის ექსპოზიცია გახდება და მის შეთვალიერებას მსურველები 15 მაისიდან 6 ივნისამდე შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები