LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბები, რომლებმაც ყველა ევროთასი მოიგეს

91
FORTUNA.GE (16)

რომელ გუნდებს აქვთ მოგებული ყველა ევროთასი?
ჯერჯერობით მხოლოდ 5-მა გუნდმა მოახერხა უეფას 4 მთავარი ტურნირის მოგება, თუმცა წელს არის შანსი მე-6 მიემატოს.

ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი/ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი და თასების მფლობელთა თასი – ევროპულ ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

გავიცნოთ ამ ტიტულების მფლობელები.

 

“აიაქსი”

ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი: 1971, 1972, 1973, 1995
ევროპის ლიგა/უეფას თასი: 1992
თასების თასი: 1987
სუპერთასი: 1973, 1995

 

“ბაიერნი”

ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი: 1974, 1975, 1976, 2001, 2013
ევროპის ლიგა/უეფას თასი: 1996
თასების თასი: 1967
სუპერთასი: 2013

 

“მანჩესტერ იუნაიტედი”

ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი: 1968, 1999, 2008
ევროპის ლიგა/უეფას თასი: 2017
თასების თასი: 1991
სუპერთასი: 1991

 

“ჩელსი”

ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი: 2012
ევროპის ლიგა/უეფას თასი: 2013, 2019
თასების თასი: 1971, 1998
სუპერთასი: 1998

 

“იუვენტუსი”

ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი: 1985, 1996
ევროპის ლიგა/უეფას თასი: 1977, 1990, 1993
თასების თასი: 1984
სუპერთასი: 1984, 1996

 

ვის შეუძლია ამ კამპანიას შეუერთდეს უახლოეს ხანში?

ამ უნიკალური კლუბის მე-6 წევრობა შეუძლია მადრიდის “ატლეტიკოს”. ამისათვის მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგონ, რადგან სხვა ყველაფერი უკვე აქვთ. მსგავს სიტუაციაში არიან “ანდერლეხტი”, “პარმა” და “ვალენსია”, რომელთაც მთავარი ტურნირის გარდა დანარჩენი ოდესღაც მოუგიათ, თუმცა დაგვეთანხმებით ამ სამი გუნდის ლიგის მოგების შანსი ამ ეტაპზე მიზერულია.

ბევრი არ აკლდა გასულ სეზონში “ტოტენჰემს”. ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა მოეგოთ და მერე სუპერთასი.

ასევე ახლოს არიან ელიტურ კამპანიაში მოსახვედრად “მილანი” და “ბარსელონა”. მათ ევროპის ლიგის მოგება სჭირდებათ. “მილანი” ამ ტურნირზე ხშირად არის ხოლმე, აი “ბარსელონამ” კი ბოლოს 2003/04 წლების სეზონში იასპარაეზა და მაშინ “სელტიკთან” 1/8 ფინალში წააგო. ახლა ცოტა რთული წარმოსადგენია “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის მიღმა.

რადგან “რეალი”, “ლივერპული”, “ინტერი” და “პორტო” თასების თასის გამარჯვებულები არასოდეს ყოფილან, ამ ექსკლუზიურ კლუბში აწი ვერასოდეს ვერ მოხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები