LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა წლის ფეხბურთელია: ფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა

80
KJR-8916

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards წელს პანდემიის და საკარანტინე რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში 2020 წლის საუკეთესოები დღეს გამოვლინდნენ.

რჩეულების გამოსავლენად ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი – დავით ბობოხიძე
ნომინანტები: დავით ბობოხიძე (თსუ), ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრები), ბესო ზოიძე (კპრფ, რუსეთი)

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – სიმი საიოტი
ნომინანტები: სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (პეტროვი, ლატვია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი)

2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე (ქსკ ლანჩხუთი)

2020 წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი

2020 წლის საუკეთესო გოლი – ხატია ჭყონია (ქსკ „ლანჩხუთი“)
მიმდინარე წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. გულშემატკივართა ხმების უმეტესობა “ლანჩხუთის” თავდამსხმელის ხატია ჭყონიას გოლმა დაიმსახურა, რომელიც მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ “კლუჟს” გაუტანა.

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ლუკა ლოჩოშვილი (ვოლსფბერგერი, ავსტრია)

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი)
ნომინანტები: ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (სკ კვარტალი), თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი)

GFF Awards 2020-ის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზვიად დარასელს, დურმიშხან ჩხაიძეს და ვლადიმერ ონიანს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

GFF Awards 2020-ზე სპეციალური პრიზი ასევე გადაეცა მიმდინარე წელს მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ – ლევან ხურცილავას.

 

დაბოლოს:

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია

ნომინანტები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები