LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხაში გაჭირვებულ 100 ოჯახს დაეხმარა

1687
957806018

ყაზანის “რუბინში” მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია, იძულებითი საფეხბურთო პაუზის დროს, ქველმოქმედებით არის დაკავებული. ახალგაზრდა ფეხბურთელი წალენჯიხაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ელენე ბერაია წერს:

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით ბელქანიას ორგანიზებით და რუსეთში მოღვაწე, ყაზანის ,,რუბინი”-ს ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, სამედიცინო პერსონალს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა.
მადლობა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, ასეთი თანადგომით ყველა პრობლემა დაძლევადია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები