LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხსოვნა იყოს: პსვ-მ ცარიელ ტრიბუნებზე სანთლები დაანთო – 2020-ში წასულების სახსოვრად

161
ruee6f94c16a4

პსვ-მ „ვენლოს“ მოუგო, მაგრამ თამაშზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ გუნდის აქციაა. ეინდჰოვენის სტადიონის ცარიელ ტრიბუნებზე თამაშის დაწყებამდე სანთლები დაანთეს.

ლამაზი აქცია – პსვ-ს ოფიციალური ფან-კლუბის ინიციატივაა. აქციის #EEUWIGLICHT (მარადიული ცეცხლი) შესახებ დეკემბრის დასაწყისში აცნობეს: გულშემატკივრებს შეთავაზეს 2.5 ევროდ სანთლები შეეკვეთათ.

„ჩვენ აგვიკრძალეს საყვარელი გუნდის მატჩებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უპირველესია. ფეხბურთი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვან საკითხებს შორის.
სამწუხაროდ, ბევრმა გულშემატკივარმა დაკარგა საყვარელი ადამიანი. ჩვენ დავემშვიდობეთ კლუბის ყოფილ თავჯდომარეს. გვინდა ბოლო მატჩში პატივი მივაგოთ მას და ყველა ახლობელს, ვინც წელს გარდაიცვალა. შეგიძლიათ უბრალოდ სანთელი დაანთოთ – მეგობრების მხარდასაჭერად ან უკეთესი დროების იმედად“, – ასე ჩამოაყალიბა კლუბმა იდეა.

ნიდერლანდებში კორონავირუსმა ერთხელაც იფეთქა: ყოველდღიურდ 10 ათასზე მეტი შემთხვევაა, 700 ათასი დაავადებული და 10 ათასი გარდაცვლილია.
ამ კვირაში ნიდერლანდებმა მიმოსვლა შეწყვიტა სამხრეთ აფრიკასთან და დიდ ბრიტანეთთან, სადაც ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები