LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხინკალი პორნო თოჯინასთვის: მარგო ნახე, რა გოგოა (ფოტო)

996
2735500-56532010-2560-1440

ბოდიბილდერი ყაზახეთიდან უფროსი ასაკის ადამიანებისთვის განკუთვნილ თოჯინაზე ქორწინდება.
იური ტოლოჩკომ ინსტაგრამით განაცხადა, რომ მალე ქორწილი ექნება – მისი საცოლე პორნო თოჯინა მარგოა.

ტოლოჩკომ უჩვეულო ურთიერთობების შესახებ მაისში განაცხადა. მოგვიანებით ინსტაგრამზე თავად მარგოს ექაუნთიც გაჩნდა. პროფილის ინფორმაციაში წერია, რომ გოგონა ასტანაში, ერთ-ერთ ბარში მუშაობს.

წყვილი ერთად მოგზაურობს, დადიან რესტორნებში, აძლევენ ინტერვიუს. ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერია, რომ გოგონას სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს.

ნახევარწლიანი ურთიერთობის შემდეგ ტოლოჩკომ გოგონას ხელი შეთავაზა.

ჯერ ცნობილი არ არის, იურიდიულად შესაძლებელია თუ არა მსგავსი ქორწინება.

ამ ისტორიაში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ იურიმ აღნიშნა, რომ სპეციალურად მარგოსთვის ისწავლა… ხინკლის მომზადება – ეს ქალის საყვარელი კერძია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები