LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს იმედი დავუბრუნეთ: თავდაჯერებულმა საქართველომ დინამოზე ივარჯიშა (ვიდეო)

92
KJR_1683_1

ერთი დღეც და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს ითამაშებს. ჩვენი მეტოქე შვეიცარია უკვე ჩამოვიდა საქართველოში, მანამდე კი საქართველოს ნაკრებმა თამაშის ადგილზე, „დინამო არენაზე“ ივარჯიშა.

სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ჩვენი გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ამ დროისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.

საქართველოს ნაკრების ერთერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა მოახლოებულ მატჩზე და ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებაზე ისაუბრა.

გურამ კაშია:

“ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ.

მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს.

თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს “დინამო არენა” კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას და დამატებით ძალას გვაძლევს.”

 

საქართველო-შვეიცარიის მატჩის ბილეთები 5, 10, 15 და 25 ლარი ღირს და მისი შეძენა როგორც ინტერნეტით (tkt.ge) , აგრეთვე სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე შეგიძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების დაახლოებით ნახევარი გაყიდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები