LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილი ისტორია: გუნდი მოედანზე სიმსივნით დაავადებულმა 13 წლის ფანმა პლანშეტით გაიყვანა

78
ruef42ac6bc93

ინგლისის სტადიონებზე არა მარტო გულშემატკივრები არ არიან, ასევე არ გადიან მოედანზე მასკოტები და ბავშვები, რომლებსაც გუნდები გაჰყავთ ხოლმე მინდორზე. გამოსავალი გამონახა “ლიდსმა”, რომელმაც ყველაზე კეთილი აქცია მოაწყო, რათა გაემხნევებინა 13 წლის ელიოტ მეტკალფი – ბიჭს სიმსივნე დაუდგინდა.

ბიჭი პლანშეტის ეკრანზე ვიდეოკავშირით გამოიყვანეს. გასახდელიდან გამოსასვლელში მასთან გუნდის კაპიტანმა ლიემ კუპერმა და მცველმა ლუკ ეილნგმა წაიჭორავეს. შემდეგ კი ფეხბურთელები პლანშეტით გამოვიდნენ მოედანზე – ასე გახდა ელიოტი ნამდვილი მასკოტი პრემიერლიგის მატჩზე.

ამავე დრო ელიოტი”ელანდ როუდის” დიდ ეკრანზეც აჩვენეს.

“ლიდსთან” სტუმრად “არსენალი” ჩავიდა. მასპინძლები აქტიურად უტევდნენ, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს – 0:0.

მატჩი მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ ბიჭისთვის ეს საღამო დაუვიწყარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები