LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიელმა მშობლებმა შეიყვარეს სახელი ლეო: 2004-ში 11 ბავშვს დაარქვეს, 2019-ში – 500-ს (ინფოგრაფიკა)

77
rue3aa35f657b

სტატისტიკის კატალონიის ინსტიტუტმა ლეო მესის სიდიადის კიდევ ერთი მტკიცებულება წარადგინა. კვლევის მონაცემებით, 2019 წელს კატალონიაში 500 ახალშობილს დაარქვეს ლეო. 2000 წელს, როდესაც მესი ბარსელონაში ჩავიდა, კატალონიაში სულ 4 ლეო დაიბადა. მომდევნო წელს ეს სახელი არავის მიუღია.

2004 წელს, როდესაც არგენტინელს დებიუტი ქონდა ძირითად გუნდში, ლეო 11 ბავშვს დაარქვეს (262-ე ადგილი პოპულარობით). მას შემდეგ ციფრი მუდმივად მზარდია. 2010 წელს უკვე 136 ლეო იყო (64-ე ადგილი), 2015 წელს – 454 (მე-11 ადგილი), 2018 – 459 (მე-6 ადგილი), 2019 – 500 (მეორე ადგილი).

ამჟამად კატალონიაში ლეოზე პოპულარული მხოლოდ ერთი სახელია – მარკი. გასულ წელს 622 ბავშვს დაარქვეს მარკი. მეორე ადგილზე ქალის სახელია იულია – 516.

ალბათ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ლეო მალე ორივეს გადაასწრებს.

 

 

კატალონიაში ახალშობილები სახელად ლეო

მოცემულია წელი, სულ ახალშობილები სახელად ლეო და სახელის პოზიცია საერთო რეიტინგში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები