LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბრიოლეტი Chrysler აუქციონზე გაიყიდება

365
5cae4904f828f2a134a66a25893cd1d4978002b7

აუქციონის სახლი Bonhams მომავალ კვირას უნიკალური კაბრიოლეტის Chrysler LeBaron–ის გაყიდვას გეგმავს. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელმაც თავის დროზე კომპანია გაბანკროტებას გადაარჩინა.
1982 წელს როდესაც ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდა, მისი სარეკლამო რგოლი მომხმარებელს საინტერესო წინადადებით მიმართავდა: „თუკი ამ ავტომობილზე უკეთესს ნახავთ – ის იყიდეთ“. და ეს ფრაზა სრული სიმართლე აღმოჩნდა, სწორედ ეს მოდელი დაეხმარა Chrysler რომ ბაზარზე თავის პოზიცია არ დაეკარგა და მძღოლების დიდი სიყვარულიც დაემსახურებინა.
აღსანიშნავია, რომ ეგზემპლარის უნიკალურობა მის ძარაშია. ვერსია LeBaron Town&Country კაბრიოლეტის მსგავსი გადახურვით დიდი იშვიათობაა და თავის დროზე კონვეიერიდან 1105 ასეთი მოდელი ჩამოვიდა.
ვაჭრობის დაწყებამდე რთულია იმის თქმა თუ რა ფასად გაიყიდება ისტორიული მოდელი და აუქციონის სახლის ექსპერტები მასში 20–25 ათასი დოლარის აღებას ვარაუდობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები