LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვენტუსში ახალი ბიჭები აკურთხეს – ამბები მოკლედ (ვიდეო)

67
67707856-2976816485678894-2380033174773170176-o

ლეო მესის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 1500 დოლარით დააჯარიმეს კოპა ამერიკაზე ჩილელ მედელთან ეპიზოდის გამო.

„რეალის“ ნახევარმცველმა ასენსიომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და შესაძლოა 8-9 თვე ვერ ითამაშოს.

პსჟ-მ შეათანხმა „ევერტონის“ ნახევარმცველ გუიეს კონტრაქტი 32 მლნ ევროდ.

„ლილმა“ უარი უთხრა „მანჩესტერს“ პეპეს ტრანსფერზე. ფეხბურთელით „ნაპოლია“ დაინტერესებული.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია კონმებოლიდან გარიცხეს. მიზეზი არგენტინელი ჩინოსნის კოპა ამერიკის დროს გამოთქმული კრიტიკაა.

პეპ გვარდიოლა: „კალენდარი გიჟურია. ადრე თუ გვიან ფეხბურთელებს მოვკლავთ“.

„იუვენტუსის“ ახალწვეულებმა კურთხევის წესი გაიარეს და თანაგუნდელების წინაშე იმღერეს.

„ნიუკასლმა“ „ჰოფენჰაიმის“ ფორვარდი ჟოელინტონი 40 მლნ ფუნტად წაიყვანა. ეს კლუბის რეკორდია.

სინიშა მიხაილოვიჩმა ქიმიოთერაპიის პირველი კურსი გაიარა.

„მანჩესტერი“ ახლოსაა 75 მლნ ევროდ მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენასთან.

ნეიმარი პსჟ-ს შემადგენლობაში შეიყვანეს ჩინეთში დაგეგმილი წინასასეზონო ტურისთვის.

ფილიპე ლუიში „ფლამენგოში“ გადავიდა. მან 333 მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოში“.

ინიესტა ლა ლიგის ელჩად დანიშნეს.

Bleacher Report: “მანჩესტერი“ მოელაპარაკა „ლესტერს“ მაგუაირის ტრანსფერზე 80 მლნ ფუნტად.

„მილანმა“ შეათანხმა პირადი კონტრაქტი კორეასთან. „ატლეტიკო“ 50 მლნ ევროზე ნაკლებს არ დათანხმდება.

„ბაიერნი“ ალაბას თავაზობდა „სიტის“ და „ბარსას“, რათა ფასი დაეგდო სანეზე ან დემბელეზე.

გარეთ ბეილი „ბეიძინში“ გადასვლის შემთხვევაში შესაძლოა ჩინეთში ყველაზე ძვირადანაზღაურებადი გახდეს. „რეალში“ უელსელი 669 ათას ევროს შოულობს კვირაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები