LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვენტუსმა ზებრაზე და მეგობრებზე მულტფილმი გამოუშვა (ვიდეო)

278
download

“იუვენტუსი” თავს იქებს, რომ ის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მულტსერიალი გამოუშვა. ფილმს “ჯეის გუნდი” ქვია.

ყურადღების ცენტრშია თავად ჯეი (ზებრა “იუვეს” სამი ვარსკვლავით), ბიჭუნა მატეო, გოგონა სამი, ციყვი და სინდიოფალა. ყველას ბუნებრივია ფეხბურთის აერთიანებს.

 

მულტსერიალისთვის კლუბმა ცალკე არხი შექმნა. “იუვემ” პირველი სეზონი მთლიანად გამოუშვა. ის ხუთი სერიისგან შედგება და თითოეული 5 წუთი და 17 წამია.

 

 

მთავარი გზავნილი პატარა ასაკის აუდიტორიისკენ არის მიმართული. ისინი იგებენ, რომ გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემების გადასაწყვეტად.

მულტფილმი ინგლისურ ენაზეა. “იუვე” მსოფლიო აუდიტორიაზეა ორიენტირებული. იტალიელ ქომაგებს უკვე ვეღარ გადაიბირებ და ახალგაზრდობა, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა, შესაძლოა სწორედ “ბებერ ქალბატონთან” მივიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები