LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვე რონალდოს გაყიდისო, ინგლისში ვერ თანხმდებიან, უეფა თარიღს ეძებს – ამბები მოკლედ

84
rue4cc2ee866f

ფიფა შექმნის ფონდს იმ ლიგებისა და კლუბების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსის გამო ფინანსურ სირთულეებს განიცდიან.

უეფა ჩემპიონატების განახლების სამ თარიღს განიხილავს – მაისი, ივნისი და სექტემბერი (As).

 

The Independent: პრემიერლიგის აუტსაიდერები სეზონის გაუქმებას ითხოვენ. ტოპ კლუბები წინააღმდეგი არიან.

L’Equipe: რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა “ლივერპულში” დაბრუნდეს.

Sport: “ლესტერს” სურს კოუტინიო იჯარით აიყვანოს.

“მანჩესტერმა” განაახლა დე ლიგტისადმი ინტერესი (ESPN).

ვან დეიკი ყველაზე რთულ მეტოქეზე: “ალბათ მესი”.

პრემიერლიგის კლუბების მოთამაშეები მზად არიან ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ (Daily Mail).

“რეალი” არ შეუმცირებს ფეხბურთელებს ხელფასს 10%-ზე მეტად. შეგახსენებთ, “ბარსელონამ” 70%-ით შეკვეცა.

AS: “რეალში” არ სჯერათ, რომ ჩემპიონატი ჩამთავრდება. ზიდანი უკვე ფიქრობს მომდევნო სეზონზე.

ხამეს როდრიგესი წავა “რეალიდან”. ზიდანს ის არ სჭირდება.

Il Messaggero: “იუვენტუსი” რონალდოს გაყიდის კორონავირუსის გამო გამოწვეული ფინანსური დანაკარგების გამო.

ბუნდესლიგაში აპირებენ ივნისში მორჩნენ ჩემპიონატს, თუნდაც მაყურებელი არ იყოს სტადიონებზე.

“ბაიერნის” პრიორიტეტი – აიყვანოს მარჯვენა მცველი და მარცხენა თავდამსხმელი.

საფრანგეთის პოლიცია იძიებს მბაპეს საჩივარს მისი სახელის კრიპტოვალუტაში გამოყენების გამო.

 

“მარსელის” ექს-პრეზიდენტი პაპ დიუფი კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

როდრიგო – ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია Goal-ის ვერსიით, ფატი – მეორეა, გრინვუდი – მესამე.

ნეიმარმა ფოტო გამოდო, სადაც კამპანიასთან ერთად ერთობა. ყველაფერი წესრიგშია: მათ საერთო კარანტინი აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები