LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელ ფეხბურთელს სამრეცხაოში ახალთახალი „ფერარი“ დაუმტვრიეს

112
ferrarired2021

იტალიელმა გოლკიპერმა ფედერიკო მარკეტიმ 300 000 ევროდ შეფასებული Ferrari 812 Superfast ქალაქ გენუას ერთ–ერთ ავტო სამრეცხაოში დატოვა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტქარი მფლობელისთვის უნდა მიეყვანათ, თუმცა „ფერარიმ“ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.

ყველა საჭირო სამუშაოს დასრულების შემდეგ სამრეცხაოს თანამშრომელი Ferrari 812 Superfast–ის საჭესთან მოკალათდა და სპორტული ბაზისკენ გაემართა. რაღაც მომენტში მამაკაცმა გაზს ზედმეტად დააჭირა ფეხი, ავტომობილის მართვა დაკარგა და ავარიაში მოხვდა.

ინციდენტის შედეგად „ფერარი“ ერთდროულად 5 დაპარკინგებულ ავტომობილს დაეჯახა და შემდეგ ბარდიულს შეასკდა.

ძლიერი დარტყმის გამო სუპერქარის წინა ნაწილი სერიოზულად დაზიანდა. მოდელს ბამპერი საერთოდ მოსძვრა, ხოლო კაპოტი გარმონივით დაიკეცა, გაიხსნა უსაფრთხოების ბალიშებიც. ანუ 300 000 ევროდ შეფასებულ ავტომობილს წინ ძალიან ძვირადღირებული რემონტი ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები