LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიესტა რასისტულ სკანდალში გაეხვა: დღესასწაულის აღნიშვნა შარში გადაიზარდა

iniesta

ინიესტა რასიზმში დაადანაშაულეს მის ფოტოზე შავად შეღებილი სახეების გამო.

იაპონური “ვისელ კობეს” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა რასისტული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე ფოტო დადო.

ფეხბურთელი მეფეების დღეს აღნიშნავდა – ევროპაში ასე უწოდებენ მოგვებს, რომლებმაც იესოს თაყვანი სცეს. მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი მათგანი შავკანიანი იყო. ჩვეულებრივ მის როლს თეთრი ადამიანები ასრულებენ, რომლებიც შავი საღებავით იღებავენ. ინიესტას ფოტოზე ასეთი ერთბაშად ორი აღმოჩნდა.

 

“უბრალოდ მაინტერესებს, როგორ შეიძლება გასახდელში იყო ერიკ აბიდალთან და დანი ალვეშთან ერთად და ვერ გააცნობიერო, რომ ასეთი ფოტო სულაც არ არის მაგარი რამ”, – თქვა მწერალმა მუსა ოკვონგამ.

BBC Radio 1 Extra-ს წამყვანმა ნიკ ბრაიტმაც გააკრიტიკა ესპანელი: “სად არიან შენი მეგობრები ინიესტა? რატომ არავინ გითხრა: ანდრეს, არა მგონია ეს კარგი იდეა იყოს”.
კომენტარებშიც სასიამოვნო რაღაცეები არ წერია, ზოგიერთებმა ანდრესი რასისტად და ვირთხად მოიხსენიეს.

ინიესტამ “ბარსელონას” სისტემაში 22 წელი გაატარა, რის შემდეგაც იაპონიაში გადაბარგდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები