LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში სკანდალია: შეფილდი ფულს ბენ ლადენის ოჯახისგან იღებდა

135
2575186-53402430-2560-1440

ლონდონის უმაღლესი სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ „შეფილდ იუნაიტედმა“ 2017 წელს ცნობილი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის ოჯახის წევრისგან სამი მილიონი ფუნტის კრედიტი მიიღო.

Daily Mail წერს, რომ ასეთი განცხადება გაჟღერდა კევინ მაკეიბის და პრინც აბდულას საქმის განხილვისას, რომლებიც „შეფილდის“ თანამფლობელები არიან და ახლა კლუბზე სრული კონტროლისთვის იბრძვიან. სწორედ პრინცის ადვოკატმა განაცხადა სამი მილიონის სესხის ამბავი.

ადვოკატის თქმით, მაკეიბიმ იცოდა ფულის წარმომავლობაზე. მტკიცებულებად მან კლუბის ყოფილი გენდირექტორის ელექტრონული წერილები მოიყვანა, რომელშიც ის მაკეიბს ემუქრებოდა, რომ ბენ ლადენის ოჯახის დაფინანსების საქმეს გახეთქავდა.

თავად მაკეიბი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

„შეფილდ იუნაიტედმა“ წელს პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები