თანამედროვე ფეხბურთში უზარმაზარი თანხები ტრიალებს და ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასი წარმოუდგენელ მასთაბებს აღწევს. თუმცა ფასს ხშირად ყველა როდი ამაღთლებს, მათ შორის ისინი, ვინც სუპერვარსკვლავებად მიიჩნევიან. ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ გაბატონებული მოსაზრებები და ცოტა მკაცრად შევხედოთ ვითარებას.

 

მეკარე

კეპა არისაბალაგა (“ჩელსი:, ესპანეთი)
ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი მეკარე, რომელშიც ლონდოლებმა ორი წლის წინ 80 მლნ ევრო გადაიხადეს.

 

მცველები

დანილო (“იუვენტუსი”, ბრაზილია)
“პორტოში” კარგად გააპიარეს და თვით “რეალში” გაუჩარხეს საქმე.

ედერ მილიტაო (“რეალი”, ბრაზილია)
მადრიდელებმა 50 მლნ ევრო გადაიხადეს, ფეხბურთელს კი მხოლოდ ერთი სეზონი ქონდა “პორტოში” გატარებული.

სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”, საფრანგეთი)
მშვენიერი მონაცემების მქონე ფეხბურთელი, რომელმაც თითქოს თამაშს თავი დაანება.

ბენჯამენ მენდი (“სიტი”, საფრანგეთი)
60 მილიონიან ფეხბურთელს სამ სეზონში 30 მატჩი თუ უგროვდება პრემიერლიგაში.

 

ნახევარმცველები

პოლ პოგბა (“მანჩესტერი”, საფრანგეთი)
“მანჩესტერმა” 4 წლის წინ პოგბა უძვირეს ფეხბურთელად აქცია (105 მლნ) და რა მიიღო?..

ხამეს როდრიგესი (“რეალი”, კოლუმბია)
ხშირად ხდება ხოლმე: ფეხბურთელი რომელიმე დიდ ტურნირზე გაისვრის, კარგ კონტრაქტს გაინაღდებს და მერე მაინც უფრო წარსულის მომენტებით იხსენებენ, ვიდრე მიმდინარე სეზონებით.

ფილიპე კოუტინიო (“ბაიერნი”, ეკუთვნის “ბარსელონას”, ბრაზილია)
ბრაზილიელმა თავი “ლივერპულში” იპოვა. ის გადააფასეს და “ბარსამ” 145 მლნ გაისროლა.

 

თავდამსხმელები

ნიკოლა პეპე (“არსენალი”, კოტ დივუარი)
საფრანგეთში კარგი სეზონის შემდეგ, “არსენალს” 80 მლნ ევრო არ დაენანა, მაგრამ ამ ფასის ფეხბურთელის კვალობაზე ცოტა შეშინებული და მორიდებული ჩანს.

ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი)
ალბათ, ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელი, თან ყველა გაგებით. ხშირი ტრავმიანობით წინ ვერ მიდის, 222 მლნ ევროს კი ალბათ ვერასდროს გამოიმუშავებს. ბრაზილიელი სერიოზული საერთაშორისო გამარჯვებების გარეშე რჩება.

ლუკა იოვიჩი (“რეალი”, სერბეთი)
“აინტრახტში” გოლებით ყველას თვალი აუხვია, “რეალს” 60 მლნ გადააყრევინა და ახლა 400 წუთში ერთი გოლი გააქვს.

 

მწვრთნელი

ჟოზე მოურინიო (“ტოტენჰემი”, პორტუგალია)
ჩამოფასდა? “ჩელსისა” და “მანჩესტერში” დიდ ფულის ხარჯვის და მიუღებელი შედეგების შემდეგ დაიკარგა თუ არა მისდამი ნდობა?

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05