LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–მ განახლებული Santa Fe წარადგინა

67
hyandaunewsmay

კომპანია Hyundai–მ განახლებული Santa Fe–ს პირველი გამოსახულება გაავრცელა. კროსოვერი წინა მხრიდან გადაიღეს და კადრში სამ–განზომილებიანი რადიატორის ბადე და ინოვაციური ფარების ნახაზი ჩანს.

მთლიანობაში განახლებული კროსოვერის წინა მხარე მისი წინამორბედი მოდელისას გავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის და მწარმოებელმა პირობა დადო, რომ სიახლის შექმნისას მთელი რიგი დიზაინერული გადაწყვეტილებები გამოიყენეს, გააუმჯობესეს სალონი და ექსტერიერიც გაალამაზეს. ამ ყველაფერს კი საზოგადოება მომავალში იხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული Santa Fe ტექნიკურად ახალ Kia Sorento–სთან იქნება დაახლოებული. მოდელი ახალ პლატფორმას მიიღებს და 2,2 Smartstream დიზელის ძრავი 8–საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. გარდა ამისა, Santa Fe–ს ოჯახს ჰიბრიდული ვერსიაც ექნება. ასე რომ ძრავთა ვარიაცია ბაზრის ტიპსა და მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები