LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai და Kia პრობლემურ ძრავებზე სამუდამო გარანტიას გასცემენ

75
kia-hundai

შტატებში დაფიქსირდა 3 ათასზე მეტი ფაქტი, როდესაც Hyundai-ს ან Kia-ს ძრავებს დეფექტი აღმოაჩნდათ და რამდენიმე შემთხვევაში ყველაფერი აალებითაც დასრულდა. დაზარალებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ადამიანია და კომპანიებს 4 მილიონამდე ავტომობილის ბაზრიდან გამოწვევა მოუხდათ. კოლექტიური საჩივრების დასაკმაყოფილებლად კი ავტომწაროებლებმა სამუდამო გარანტიისა და კომპენსაციების გაცემა გადაწყვიტეს.

პრობლემა აღმოაჩნდათ ბენზისი 2,0 და 2,4 ლიტრიან ძრავებს, რომლებიც 2011 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში – Kia Sorento-ს, Optima-ს, Sportage-ს, Hyundai Santa Fe-სა და Sonata-ს დაუმონტაჟს.

Kia-მ 1,8 მილიონი ავტომობილის შეკეთება გადაწყვიტა, ხოლო Hyundai თავის თავზე 2,3 მილიონი მოდელის განახლებას იღებს.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში ავტომობილებს პროგრამულ უზრუნველყოფასაც განუახლებენ და ძრავის მწყობრიდან გამოსვლისგან სამომავლოდაც დაიცავენ.

რაც შეეხება დაზარალებულთა კომპენსაციას, თანხის ოდენობა თვის ბოლომდე განისაზღვრება. მისი მიღება იმ მძღოლებს შეეძლებათ, ვინც უბედური შემთხვევის დროს დაზარალდა ან აალებას შემთხვევით გადაურჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები