LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან ჰოლანდია ან სიკვდილი: ყველაფერი, როდესაც საქართველო ევროპაზე მოხვდება

154
3681241-HC1-0812

საქართველოს ნაკრებს არნახული შანსი აქვს მოხვდეს დიდ ფორუმზე. ორი საშინაო მატჩის მოგება ჩვენი კბილა ან სულაც ჩვენზე უფრო სუსტ გუნდებთან და ევროპის ჩემპიონატზე წავალთ.

 

რაო, რა თქვა წილისყრამ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის წილისყრა შედგა. ბუქარესტში გამართულ ღონისძიებას, ევროპის ჩემპიონატზე გასული 20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელები.

საქართველოდან ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ. წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი თითქმის სრულად დაკომპლექტდა. საბოლოო სახეს ჯგუფები და კალენდარი 31 მარტს მიიღებს, როდესაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი საუკეთესო 4 ნაკრებს გამოავლენს.

 

ვარიანტი I – C ჯგუფი და ჰოლანდია

ევრო 2020-ის პლეი-ოფის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები С ჯგუფში ითამაშებს.
წილისყრის შედეგად აქ მოხვდნენ ჰოლანდია, უკრაინა და ავსტრია.
თუ ნიდერლანდელებს არ ჩავთვლით, ის ორი კარგად ნაცნობია და არც ის იქნება გამორიცხული ევროპის პირველობაზე ქულაც კი ავიღოთ.

ვარიანტი I I – ეს უბრალოდ გარდაუვალი სიკვდილია

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, თუ რუმინეთის ნაკრები (ევროპის ჩემპიონატის ერთერთი მასპინძელი), ასევე წარმატებით დაძლევს პლეი-ოფს, მაშინ ერთა ლიგის D ლიგის გამარჯვებული ნაკრები (ანუ ჩვენ ან ჩვენი გზიდან რომელიმე), F ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც არიან პორტუგალია, საფრანგეთი და გერმანია.

კომენტარი ზედმეტია!

 

მარტის ორი მატჩი

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 მარტს, საკუთარ მოედანზე ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული ნაკრები, საკუთარ მოედანზე უკვე 31 მარტს მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ოთხი გუნდიდან ერთერთი, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში გაიმართება.

 

ყველა ჯგუფი

A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო) – იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი

B ჯგუფი (მასპინძლები: პეტერბურგი, კოპენჰაგენი) – დანია, რუსეთი, ბელგია, ფინეთი

C ჯგუფი (მასპინძლები: ამსტერდამი, ბუქარესტი) – უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, D გზის პლეი-ოფის გამარჯვებული

D ჯგუფი (მასპინძლები: ლონდონი, გლაზგო) – ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზის პლეი-ოფის გამარჯვებული

E ჯგუფი (მასპინძლები: ბილბაო, დუბლინი) – ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზის პლეი-ოფის გამარჯვებული

F ჯგუფი (მასპინძლები: ბუდაპეშტი, მიუნხენი) – გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზის პლეი-ოფის გამარჯვებული

გზა A – ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი
გზა B – ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
გზა C – შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი
გზა D – საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი

 

სად, როდის და ვისთან გვექნება პირველი მატჩი ევროპაზე?

თუ საქართველოს ნაკრები ევროსაგზურს მოიპოვებს, პირველ მატჩში შეხვდება ავსტრიას (14 ივნისი, ბუქარესტი) ან პორტუგალიას (16 ივნისი, ბუდაპეშტი)

 

ევრო 2020 – სრული კალენდარი

ჯგუფური ეტაპი:
A ჯგუფი
12 ივნისი. პარასკევი
თურქეთი – იტალია (23:00, რომი)
13 ივნისი. შაბათი
უელსი – შვეიცარია (17:00, ბაქო)
17 ივნისი, ოთხშაბათი
თურქეთი – უელსი (20:00, ბაქო)
იტალია – შვეიცარია (23:00, რომი)
21 ივნისი, კვირა
იტალია – უელსი (20:00, რომი)
შვეიცარია – თურქეთი (20:00, ბაქო)

B ჯგუფი
13 ივნისი. შაბათი
დანია – ფინეთი (20:00, კოპენჰაგენი)
ბელგია – რუსეთი (23:00, სტ. პეტერბურგი)
17 ივნისი, ოთხშაბათი
ფინეთი – რუსეთი (17:00, სტ. პეტერბურგი)
18 ივნისი, ხუთშაბათი
დანია – ბელგია (20:00, კოპენჰაგენი)
22 ივნისი, ორშაბათი
რუსეთი – დანია (23:00, კოპენჰაგენი)
ფინეთი – ბელგია (23:00, სტ. პეტერბურგი)

C ჯგუფი
14 ივნისი, კვირა
ავსტრია – პლეი ოფი D ან A (20:00, ბუქარესტი)
ჰოლანდია – უკრაინა (23:00, ამსტერდამი)
18 ივნისი, ხუთშაბათი
უკრაინა – პლეი ოფი D ან A (17:00, ბუქარესტი)
ჰოლანდია – ავსტრია (23:00, ამსტერდამი)
22 ივნისი, ორშაბათი
პლეი ოფი D ან A – ჰოლანდია (20:00, ამსტერდამი)
უკრაინა – ავსტრია (20:00, ბუქარესტი)

D ჯგუფი
14 ივნისი, კვირა
ინგლისი – ხორვატია (17:00, ლონდონი)
15 ივნისი, ორშაბათი
პლეი ოფი C – ჩეხეთი (17:00, გლაზგო)
19 ივნისი, პარასკევი
ხორვატია – ჩეხეთი (20:00, გლაზგო)
ინგლისი – პლეი ოფი C (23:00, ლონდონი)
23 ივნისი, სამშაბათი
ჩეხეთი – ინგლისი (23:00, ლონდონი)
ხორვატია – პლეი ოფი C (23:00, გლაზგო)

E ჯგუფი
15 ივნისი, ორშაბათი
პოლონეთი – პლეი ოფი B (20:00, დუბლინი)
ესპანეთი – შვედეთი (23:00, ბილბაო)
19 ივნისი, პარასკევი
შვედეთი – პლეი ოფი B (17:00, დუბლინი)
20 ივნისი, შაბათი
ესპანეთი – პოლონეთი (23:00, ბილბაო)
24 ივნისი, ოთხშაბათი
პლეი ოფი B – ესპანეთი (20:00, ბილბაო)
შვედეთი – პოლონეთი (20:00, დუბლინი)

F ჯგუფი
16 ივნისი, სამშაბათი
პლეი ოფი A ან D – პორტუგალია (20:00, ბუდაპეშტი)
საფრანგეთი – გერმანია (23:00, მიუნხენი)
20 ივნისი, შაბათი
პლეი ოფი A ან D – საფრანგეთი (17:00, ბუდაპეშტი)
პორტუგალია – გერმანია (20:00, მიუნხენი)
24 ივნისი, ოთხშაბათი
გერმანია – პლეი ოფი A ან D (23:00, მიუნხენი)
პორტუგალია – საფრანგეთი (23:00, ბუდაპეშტი)

ჯგუფებიდან გადიან 2-2 საუკეთესო და 4 მესამეადგილოსანი

 

1/8 ფინალი
27 ივნისი, შაბათი
2A – 2B (20:00, ამსტერდამი) = 1
1A – 2C (23:00, ლონდონი) = 2
28 ივნისი, კვირა
1C – 3D/E/F (20:00, ბუდაპეშტი) =3
1B – 3A/D/E/F (23:00, ბილბაო) = 4
29 ივნისი, ორშაბათი
2D – 2E (20:00, კოპენჰაგენი) = 5
1F – 3A/B/C (23:00, ბუქარესტი) = 6
30 ივნისი, სამშაბათი
1D – 2F (20:00, დუბლინი) = 7
1E – 3A/B/C/D (23:00, გლაზგო) = 8

1/4 ფინალი
3 ივლისი, პარასკევი
6 – 5 (20:00, სტ. პეტერბურგი) = 1
4 – 2 (23:00, მიუნხენი) = 2
4 ივლისი, შაბათი
1 – 3 (20:00, ბაქო) = 3
8 – 7 (23:00, რომი) = 4

1/2 ფინალი
7 ივლისი, სამშაბათი
1 – 2 (23:00, ლონდონი)
8 ივლისი, ოთხშაბათი
3 – 4 (23:00, ლონდონი)

ფინალი
12 ივლისი, კვირა
23:00, ლონდონი

მითითებულია თბილისის დრო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები