LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეის ექს-პრეზიდენტის ავტომობილები აუქციონზე გაიყიდა

94
cars-for-sale

25 ექსკლუზიური ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია შვეიცარიის პროკურატურამ გვინეის ყოფილ პრეზიდენტს ჩამოართვა. პოლიტიკოსი ფულის გათეთრებაში იყო ბრალდებული და გამოძიებაც სწორედ ამ საქმეს უკავშირდებოდა. საქმის შეჩერების ერთ-ერთი პირობა კი პრეზიდენტის მთელი ქონების შვეიცარიის სახელმწიფოსთის გადაცემა გახდა. კოლექცია ცოტა ხნის წინ Bonhams-ის აუქიცონზე გაიტანეს და 27 მილიონ ფრანკად გაყიდეს.

აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი 2014 წელს გამოშვებული თეთრი ფერის Lamborghini Veneno Roadster გახდა. სულ რაღაც 9 ეგზემპლარად გამოშვებული ავტომობილი 6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ V12 ძრავითაა აღჭურვილი და 750 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ „ასეულს“ სპორტქარი 2,9 წამში ავითარებს. უცნობმა მყიდველმა სუპერქარში 8,28 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაიხადა.

Veneno Roadster-ის გარდა აუქციონზე სხვა ავტომობილებიც გაიყიდა. Aston Martin One-77-მა ახალი მფლობელი 1,55 მილიონად იპოვა, Koenigsegg One:1-ში კი მთავრობამ 4,6 მილიონი ფრანკი აიღო. ჰიპერქარი Bugatti Veyron EB 16.4 1,311 მილიონ ფრანკად გაიყიდა. როგორც ცნობილია, რამდენიმე ავტომობილი აფრიკელმა კოლექციონერმა შეიძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები