LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ თავი: საქართველოს ისტორიული მატჩის მოლოდინში

165
69330105-2399644710132614-1309817686426910720-o

ბორჯღალოსნებმა ხვალ საღამოს (20:00 საათი) „დინამო არენაზე“ გასამართი ისტორიული მატჩის წინ, ქვეყნის ცენტრალურ არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი:

„ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია და მას გვერდზე არ გადავდებთ, ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს.

ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად, ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი პირთამდე ივსება.

მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნების ამბავს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ. როდესაც ჩავატარებთ შოტლანდიასთან მატჩს, მწვრთნელები ამის შემდეგ ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხზე.

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასზე სრულად გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი და გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც წინა მსოფლიო თასზე ვაჩვენეთ. ჩვენი მიზანია, რომ ახლავე გავიაროთ კვალიფიკაცია და დავიბევოთ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. თუ იაპონიაში მივაღწევთ იმას, რისთვისაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არ მიუღწევია, ყველანი ძალიან ბედნიერი ვიქნებით“.

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი, თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. „საუზერნ კინგსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, შოტლანდიას „დინამო არენაზე“ 10 ცვლილებით დავუხვდებით.

სრულად შეიცვალა ღერძი და 9-10 ნომრებზე თამაშს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დაიწყებენ. მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ხმალაძემ, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე თამაშში კვლავ გელა აფრასიძე ჩაერთვება.

ცენტრში ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად თამაშს დავით კაჭარავა იწყებს. ის ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდება და ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. კაჭარავასთვის შოტლანდიასთან მატჩი 115-ეა კარიერაში, რითაც ნაკრების კვართით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება.

ფულბეკად თამაშს იოსებ მათიაშვილი იწყებს. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე მარქაფიდან ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა, რომელმაც გიორგი აფციაური შეცვალა.

ხაზში ჩვენი გუნდის თამაშს მარქაფადან თამაზ მჭედლიძე გააძლიერებს.

თითქმის სრულადაა განახლებული შერკინება.

პირველ ხაზში სამი ახალი მოთამაშე იწყებს – მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. სამაგიეროდ, მარქაფაში ზუსტად ის პირველი ხაზია, რომელმაც სამხრეთ აფრიკელებთან ჩვენი თამაში გააძლიერა – გიორგი ჭყოიძე, კარლენ ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა.

შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად თამაშს კოტე მიქაუტაძისა და შალვა სუთიაშვილის წყვილი იწყებს, ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძეს ვიხილავთ. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ

შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრებს გამოცდილი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი პირველად უკაპიტნებს, რომელიც ბორჯღალოსანთა 31-ე კაპიტანი იქნება. 29 წლის ბურჯისთვის ეს 55-ე სანაკრებო შეხვედრაა.

შოტლანდიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია – პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც მეტოქეს ლელო არ გავატანინეთ და შეხვედრა 6:15 დავთმეთ, ხოლო მეორედ 2016 წლის ნოემბერში, ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ და ორი ლელოს გატანის მიუხედავად, მეტოქემ 43:16 იმარჯვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები