LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიზმანი ცარიელ ნოუ კამპზე წარადგინეს – ამბები მოკლედ (ვიდეო)

80
rue7893c35090

„ლესტერმა“ 18 მლნ ევრო შეთავაზა პრატას სანაცვლოდ, „სამპდორია“ 25-ს ითხოვს.

„მარსელს“ სურს „ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდი ბენედეტო იყიდოს 15 მილიონ ევროდ.

დანი სებალიოსი შეიძლება „რეალში“ დარჩეს, არადა თითქოს „მილანში“ უშვებდნენ.

ზინედი ზიდანს ძმა გარდაეცვალა (სიმსივნისგან). „მე ვამაყობ შენით, მუდამ ჩემს გულში“ – დაწერა ფრანგმა ვარსკვლავმა 54 წლის ფარიდის სახსოვრად.

 

„ტოტენჰემი“ ძანიოლოში „რომას“ 30 მლნ ევროს და ალდერვეირელდს აძლევს. რომაელებს 40 მლნ-ზე ნაკლები არ უნდათ.

პსჟ გაიფორმებს დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველ დიალოს 32 მლნ ევროდ.

Liverpool Echo: „რეალს“ არ მიუმართავს „ლივერპულისთვის“ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე“.

სტივ ბრიუსმა დაადასტურა „ნიუკალთან“ მოლაპარაკებები.

ანტუან გრიზმანი ცარიელ „კამპ ნოუზე“ წარადგინეს. ბოლო თვეები ფრანგისთვის ძალიან რთული იყო.

„ატლეტიკო“ მზადაა ევერტონის სანაცვლოდ 35 მლნ ევრო გადაიხადოს. მოთამაშით „არსენალი“, „მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებული.

„სიტი“, „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ დანი ალვეშით არიან დაინტერესებული.

„ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია დაუდგინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები