LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია გლოვობს: როგორ მივიღოთ იდეალური მწვრთნელი – ამბები მოკლედ

94
rue1d20d39f44

კრიშტიანო რონალდომ კარიერის მე-1000 მატჩში, თან ზედიზედ მე-11 შეხვედრაში გაიტანა და სერია ა-ს რეკორდი გაიმეორა.

„არსენალი“ პრემიერლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც 2020 წელს არ წაუგია არცერთ ტურნირზე.

„მანჩესტერი“ არ აგებს ზედიზედ 6 მატჩია, საერთო ანგარიში – 13:1.

რუნიმ ინგლისში მე-500 მატჩი ითამაშა და პანენკას სტილში პენალტი გაიტანა.

ედინსონ კავანიმ მე-200 გოლი შეაგდო პსჟ-ში. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

ნეიმარი თითქმის 2.5 წელიწადში პირველად გააგდეს მოედნიდან. ის „ბორდოს“ ფეხბურთელს უკნიდან ჩაუვარდა.

მბაპე – პირველი ფრანგია ბოლო 14 წელიწადში, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონია 20+ გოლში მიიღო მონაწილეობა.

„ბარსამ“ შეთავაზა ლაუტაროს კონტრაქტი 2025 წლამდე 7 მილიონი ევროს ხელფასით.

ახალი სეზონისთვის „ბარსელონას“ ახალი ფორმა გაჩნდა – სარეზერვო კომპლექტი ვარდისფერი იქნება.

ედინ ჯეკო „რომას“ ბომბარდირებში მე-6 ადგილზე გადავიდა და მონტელას დაეწია.

ჩირო იმობილემ 25 ტურში 27 გოლი გაიტანა და სერია ა-ს რეკორდი გაიმეორა.

ლევანდოვსკიმ შეთავაზა გვარდიოლა და კლოპი ერთმანეთში შეათავსონ, რათა იდეალური მწვრთნელი მიიღონ.

ბუნდესლიგის სტადიონებზე საზარელი მასობრივი მკვლელობის გამო წუთიერი დუმილი სუფევდა. ქალაქ ხანაუში 43 წლის ტობიას რატენმა 9 ადამიანი მოკლა, შინ დაბრუნებულმა 72 წლის დედაც გამოასალმა სიცოცხლეს და მერე თავიც მოიკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები