LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely ავტომობილების მყიდველებს გასაღებებს დრონებით დაურიგებს

51
icon-covid19

კორონავირუსის ინფექციამ ჩინური ავტომწარმოებელი Geely აუძილა, რომ ავტომობილები უკონტაქტოდ გაყიდოს. მყიდველებს სასურველი მოდელის შერჩევა ონლაინ შეეძლებათ და ფულის გადახდის შემდეგ გასაღებს მათ დრონი მიუტანს.

მწარმოებელმა თებერვლის დასაწყისში ონლაინ–პლატფორმაც შექმნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ შეარჩიოს ავტომობილი, მისი მახასიათებლები თუ ტექნიკური მონაცემები გაიგოს, გადახდის მეთოდი შეათანხმოს და ავტომობილის სახლში მიყვანის სერვისიც შეუკვეთოს.

იმისათვის რომ ადამიანებს ერთმანეთთან რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ქონდეთ, ახალ მფლობელს გასაღებს მფრინავი აპარატი მიუტანს. მსგავსი მომსახურების მიღება ჯერ–ჯერობით მხოლოდ რამდენიმე პროვინციაშია შესაძლებელი და უახლოს მომავალში პროგრამა მთელ ქვეყანას მოიცავს.

Geely–ს ინფორმაციით, ონლაინ–პლატფორმით უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 110 ათასამდე მომხმარებელმა კი ავტომობილის დისტანციურად შეძენაზე მზაობა განაცხადა.

ბუნებრივია, მანამ სანამ ავტომობილი ახალ მფლობელთან მოხვდება მას სრულ დეზინფექციას უტარებენ და დანიშნულების ადგილისკენ მხოლოდ ამის შემდეგ გზავნიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები