LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Renault Zoe: ახალი სალონი და 400 კილომეტრი დამუხტვის გარეშე

776
renault-news-19

კომპანია Renault-მა განახლებული ელექტროჰეტჩბეკი Zoe წარადგინა. მოდელმა ახალი ინტერიერი და განახლებული ტექნიკური შიგთავსი მიიღო. წინამორბედისგან განსხვავებით სიახლეს ახალი ბამპერები, ფარები და ახალთახალი მულტიმედიური სისტემა აქვს.

ჰეტჩბეკი 108 და 135 ძალის ელექტროძრავებითაა ხელმისაწვდომი და მან 52 კილოვატ/საათიანი ელემენტიც მიიღო. 0-დან პირველ „ასეულს“ მანქანა 10 წამში ავითარებს და მისი მაქისმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ია.

ავტომობილის სვლის მარაგი 317-დან 390 კილომეტრამდე გაიზარდა. ელემენტს მთლიანად დასამუხტად 9 საათი და 25 წუთი სჭირდება. ერთ საათიანი დამუხტვა კი 126 კილომეტრის გასავლელად სრულიად საკმარისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები