LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯობა ბიანკონერი, რა უნდა მანჩესტერს – ამბები მოკლედ

112
maniu-sulsheri

დე ლიგტი „იუვენტუსში“ მივიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. მისი პირველი სიტყვები იყო „გამარჯობა, ბიანკონერი“.

ოლე-გუნარ სულშერი: „მანჩესტერი უნდა მიისწრაფვოდეს ოთხეულზე უფრო მაღალი ადგილებისკენ. „მანჩესტერში“ ვერ იქნება ფეხბურთელი, რომელიც არ მინდა“.

კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელობიდან გაუშვეს.

დე როსი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს.

„ბაიერნი“ 40 მლნ ევროდ იყიდის „ესპანიოლის“ ნახევარმცველ როკის.

დე ხეა ახლოსაა „მანჩესტერთან“ ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.

„მილანი, „ნაპოლი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესებული არიან „ატლეტიკოს“ ნახევარმცველით კორეათი.

„ინტერი“ რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მლნ ფუნტს შეთავაზებს ბონუსებთან ერთად.

„რეალი“ მზადაა ხამესი „ნაპოლიში“ 42 მლნ ევროდ, ხოლო „ატლეტიკოში“ 50 მლნ ევროდ გაყიდოს.

მაურისიო პოჩეტინოს შვილმა „ტოტენჰემთან“ პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

ESPN: „რეალი“ მზადაა ბეილი 80 მლნ ევროდ გაყიდოს.

დანი სებალიოსი ახლოსაა „არსენალში“ იჯარით გადასვლასთან.

As: „ბარსელონამ“ პსჟ-ს შეთავაზა დემბელე, კოუტინიო და 40 მლნ ნეიმარში.

„არსენალმა“ საგარეო ფორმა წარადგინა. ის ყვითელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები