LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამაგრდი ჩინეთო: ჩემპიონი ლაციო გახდება, ლივერპული რეკორდს მისდევს – ამბები მოკლედ

88
-MJM4122

მადრიდის „რეალი“ „სელტასთან“ მატჩი წინ განსაკუთრებული ფორმებით გავიდა. მაისურზე დაიტანეს წარწერა Ánimo China (გამაგრდი ჩინეთო).

„რეალს“ „სელტასთან“ პირველ ტაიმში 26 ჩაწოდება ქონდა. ეს რეკორდია ზიდანის პერიოში.

სერხიო რამოსმა ზედიზედ მე-19 პენალტი გაიტანა.

მესის პრიმერაში ზედიზედ მე-4 მატჩია ვერ გააქვს – ეს უარესი სერიაა ბოლო 6 წელიწადში.

Daily Mail: „სიტის 2013/14 წლების პრემიერლიგაში მოგებას გააუქმებენ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო და ტიტულს „ლივერპულს“ გადასცემენ“.

The Telegraph: „სიტის ორი კანდიდატურა ყავს გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში“.

„ლივერპულმა“ გაიმეორა „ნოტინჰემის“ მიღწევა წაუგებელი მატჩების მიხედვით. ახლა „არსენალის“ რეკორდამდე 6 თამაშიღა რჩება.

ობამეიანგმა პრემიერლიგაში 47 გოლი გაიტანა. მარტო სალაჰს აქვს უფრო მეტი გატანილი გაბონელის დებიუტიდან მოყოლებული.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგის ერთადერთი კლუბია. რომელსაც 2020 წელს გასვლაზე არ გაუტანა.

„არსენალი“ და „ლივერპული“ პრემიერლიგაში წელს არ წაუგიათ და ამით ერთადერთები არიან.

სერია ა-ში „ინტერის“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. „ლაციოსთან“ 1:2 წააგო.

ჩირო იმობილემ სერია ა-ს 4 სეზონში 93 გოლი გაიტანა. ტოპ 5 ლიგაში უფრო მეტი მარტო ლევანდოვსკის და მესის აქვთ.

კლოპის პასუხი კითხვაზე ვინ მოიგებს სერია ა-ს: „ლაციო“.

ჰაალანდი ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, არადა მოედანზე მხოლოდ 56 წუთი დაყო.

„ბაიერნში“ არ მიიჩნევენ, რომ სანე ნებისმიერ ფასად უნდა იყიდონ. სხვა მიზნები – ვერნერი, ჰავერცი.

„ფლამენგომ“ ბრაზილიის სუპერთასი მოიგო. 29 წელია ეს მატჩი არ ჩატარებულა.

ნეიმარი გერმანიაში გაფრინდა ფოტოსესიაზე და პსჟ-ს ხელმძღვანელობა გააბრაზა.

„ჩელსის“ ქალთა გუნდი ვარჯიშებს ფეხბურთელების კრიტიკული დღეების მიხედვით დანიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები