საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსთან აღარ ითამაშებს. ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება დღეს უეფამ მიიღო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურნირების ბედზე იმსჯელა. მათ შორის ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების ბედი იყო.

უეფა მიიღო გადაწყვეტილება, ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩების მარტიდან ივნისის დასაწყისისთვის გადაიტანოს.
ივნისის დასაწყისში ტრადიციულად იყო სანაკრებო ფანჯარა და საქართველო-ბელარუსის მატჩიც ამ პერიოდში ჩატარდება. თუმცა ეს მაინც არ არის მყარი თარიღი და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ვითარება გვექნება კორონავირუსის გავრცელების მხრივ.

თუ გავითვალისწინებთ ევროპაში არსებულ ვითარებას, ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ეროვნული ჩემპიონატები შეჩერებულია, ქვეყნიდან ქვეყანაში მიმოსვლა აკრძალულია, ფეხბურთელები შესაძლოა დანიშნულების ადგილზე უბრალოდ ვერ ჩავიდნენ, ამას ემატება ისიც, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ და ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება რაიმე მატჩის ორგანიზება.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს თვის ბოლოს ეპოქალური მნიშვნელობის მატჩები ელოდა. 26 მარტს ბელარუსთან და მერე 31 მარტს ჩრდ მაკედონია-კოსოვოს გამარჯვებულთან თბილისში უნდა გვეთამაშა და წარმატების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით.

26 მარტის მატჩის ყველა ბილეთი ძალიან მალე გაიყიდა და სრული ანშლაგი იყო მოსალოდნელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი და მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარება არ ისურვა, რასაც ფეხბურთელების მგზავრობისა და ჯანმრთელობის შესაძლო რისკებიც ემატებოდა და ქართული მხარე თამაშის გადადების მომხრე იყო.

 

ევრო 2020 გადაიდო: ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05