LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებს მესი ირანელ ორეულში შეეშალათ: ინგლისში იზოლირებული ფეხბურთი უნდათ – ამბები მოკლედ

71
5e809ef585f540097d15da82

ფრანგულმა ტელეარხმა М6-მ სიუჟეტი აჩვენა ვარსკვლავ სპორტსმენებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი თანხა გადარიცხეს კორონავირუსთან საბრძოლველად. ლეო მესის ფოტოს ნაცვლად ჟურნალისტებმა არგენტინელის ირანელი ორეულის რეზ პარასტეშის ფოტო აიღეს და ის აჩვენეს.

პრემიერლიგას სურს, რომ სეზონი ივნის-ივლისში იზოლირებულად ჩაამთავროს. მოთამაშეები და თანამშრომლები კარანტინში იქნებიან.

უეფა აპირებს ევროპის ჩემპიონატებში სეზონი აგვისტოში ჩაამთავროს.

ჰარი კეინი: „იმედგაცრუებული ვიქნები, თუ რუნის ვერ გავასწრებ და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ვერ გავხდები“.

„ასტონ ვილას“ ვარსკვლავი გრილიში ავარიაში მოყვა და Range Rover დაამტვრია. რამდენიმე საათით ადრე მან ფანებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

სერხიო რამოსს სურს კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელოს, „რეალს“ – 2022-მდე. ფეხბურთელი დღეს 34 წლის გახდა.

„ბოკა ხუნიროსის“ სპორტდირექტორი კავანის ტრანსფერზე: „იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“.

სესკ ფაბრეგასი: „გადავწყვიტე საღამოს სადმე გავსულიყავი და… აივანზე ვივახშმე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები