LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

France Football-ის წარმომადგენელმა მესის რეაქცია აღწერა მეექვსე „ოქროს ბურთზე“

86
mini-2019-12-02-MESSI-BALON-DE-ORO-120

ჟურნალ France Football-ის წარმომადგენელი პასკალ ფერერი მოყვა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან სატელეფონო საუბარზე, რომელიც „ოქროს ბურთის“ ცერემონიამდე შედგა.

„მე დავურეკე ლეოს და ჩვეულებრივი საუბარი გქვონდა. ვუთხარი, რომ მისთვის სიახლე მქონდა, მან მიპასუხა, რომ რაღაც ხმების შესახებ წაუკითხავს. ვუთხარი, რომ ეს ჭორები არ არის და მან მართლაც მოიგო „ოქროს ბურთი“.

ლეოს პასუხი ასეთი იყო: „ოჰო, მართლა? მართლა?“ ის ბედნიერი იყო, ის მოწყურებული იყო ამას“, – წერს ფერერის სიტყვებს Sport.es.

მესიმ კარიერაში მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო და 5-ბურთიან კრიშტიანო რონალდოს გაასწრო.

მესიზე მეტჯერ საუკეთესოდ ვან დეიკი დაასახელეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები