LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური Porsche 911 აუქციონზე გაიყიდება

128
porsche911-gt2

Sotheby’s ონლაინ აუქციონზე უიშვიათესი მოდელი 993 სერიის Porsche 911 GT2 გამოიტანეს. 1996 წლის ავტომობილის გარბენი 30 113 კილომეტრია, საწყისი ღირებულება კი – მილიონი დოლარი.

საგზაო Porsche 911 GT2–ს წინამორბედი მოდელი, სარბოლო ვერსია 911 Turbo უნდა ჩაენაცვლებინა. თუმცა, ექსტრემალური კუპე ვიზუალურად საკმაოდ განსხვავებული გამოვიდა.

მოძრაობაში მოდელი 3,6 ლიტრის მოცულობის თვინ–ტურბო ძრავს მოყავს და აგრეგატს 430 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 6–საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0–დან 97 კმ/სთ–მდე გასახურებლად სპორტკუპეს 4 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. რაც შეეხება მის მაქსიმალურ სიჩქარეს, საპასპორტე მონაცემებით საუბარი 296 კმ/სთ–ზეა.

შიგნიდან 911 GT2 „სამოქალაქო“ Carrera RS–ს უფრო გავს, იმის გამოკლებით რომ უკანა სავარძლები არ გააჩნია.

გასაყიდად გამოტანილი სპორტქარი ვერცხლისფერი Polar Silver საღებავითაა შეღებილი. მოდელს მოდიფიკაცია არასდროს შეხებია, ამიტომ ორიგინალური ქარხნული სპეციფიკითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები