LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორი იქნება ახალი ბეტმობილი?

81
newbatmobile

ხელოვანმა ჯეფ ფროსტმა ახალი ბეტმობილის ფოტოები გამოაქვეყნა და რამდენიმე წუთში წაშალა. თუმცა, კადრები ქსელში მომენტალურად გავრცელდა, ამიტომ მათ წაშლას აზრი არც ქონდა.

შავი რაინდის ავტომობილი გარეგნულად თანამედროვე „მასლქარს“ გავს, თუმცა მისი დიზაინი ცოტა უფრო ფუტურისტულია. ძრავი უკანა ნაწილშია განთავსებული და V8 აგრეგატია თუ V10 ჯერ–ჯეორიბთ რთული სათქმელია. მაგალითად, გამოცემა Jalopnik თვლის, რომ ვიზუალურად აგრეგატი Triton V10 6.8–ს გავს, ეს სწორედ ის ძრავია რომელიც F–სერიის მასობრივმა პიკაპებმა მიიღეს.

ახალი ბეტმობილის დიზაინი ერთი შეხედვით 1970–80–იანი წლების კომიქსებიდანაა აღებული და ავტომობილი რაღაცით Dodge Charger–საც გავს.

შეგახსენებთ, რომ საკულტო ფილმის ახალ ნაწილში მთავარ როლს მსახიობი რობერტ პატინსონი ასრულებს და პრემიერა 2021 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები