LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „პორშეს“ ახალ მინივენში მძღოლის სავარძელი 180 გრადუსით ბრუნავს

65
porschenews4

კომპანია Porsche–მ კონცეპტუალური მინივენის Vision Renndienst–ის ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელმა ასიმეტრიული სალონი და თანამედროვე უპილოტო სისტემა მიიღო. მძღოლის სავარძელი 180 გრადუსით ბრუნავს, მეორე რიგში ორი განცალკევებული სავარძელია განთავსებული, მესამე რიგი კი სამადგილიანია. მოდელს ფანჯრები მხოლოდ ერთ მხარეს აქვს, მეორე მხარეს კი მთლიანი კედელია, რაც კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაცულობის შეგრძნებას ქმნის.

ეს შოუ–ქარი სიახლე არ არის და მასზე მუშაობა მწარმოებელმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. პირველი კადრები 2020 წელს გავრცელდა – თუმცა მხოლოდ გარეგნული ვიზუალის, სალონის შეთვალიერება კი მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.

ავტომობილი 6 ადამიანზე გათვლილი, მძღოლის სავარძელი ცენტრში მდებარეობს და გარშემო სულ ეკრანები და სხვადასხვა ღილაკები აქვს.

„პორშე“ ტექნიკურ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია რომ მინივენი ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს, ავტოპილოტი კი მძღოლს საშუალებას მისცემს, რომ მოდუნდეს და გზას ყურადღება არ მიაქციოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები