LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche 911 ექსტრემალურ კროსოვერად გადააქციეს

75
porsche302

ამერიკულმა ფირმა Singer Vehicle Design, რომელიც კლასიკური ავტომობილების რესტავრაციითაა დაკავებული, უჩვეულო ყველგანმავალი 911 შექმნა. მოდელი კომპანიის ერთ–ერთი ერთგული კლიენტისთვის დამზადდა და მას სავარაუდოდ სხვადასხვა შეჯიბრებებში გამოიყენებენ.

გასული წელი Porsche 911–ისთვის გამორჩეული იყო და მისი კროსოვერად გადაქცევა რამდენიმე კომპანიამ სცადა. ბევრი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ბევრიც საერთოდ ექსკიზის სახით დარჩა და არასდროს განხორციელებულა.

Singer Vehicle Design–მა კი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და როგორც ყოველთვის ამჯერადაც არაჩვეულებრივი შედეგი დადო. მათ მიერ შექმნილი ყველგანმავალი 911 ყველაზე სერიოზული რბოლებისთვისაა განკუთვნილი.

ავტომობილის რესტავრაციის რეცეპტი საკმაოდ მარტივია. სპეციალისტები ორიგინალ მოდელს აძლიერებენ, დაზიანებულ დეტალებს ცვლიან და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საოცარ შედეგს იღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები