ამერიკულ აუქციონზე Copart მთლიანად დამწვარი Porsche 911 გამოიტანეს. 1993 წლის მოდელი, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად განადგურებულია, 628 000 დოლარად შეფასდა.

აუქციონის გევრდზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ სპორტქარისგან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. უცნობია თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, თუმცა ფაქტია რომ აალების შედეგად ავტომობილი მთლიანად დაიწვა. მისი გარკვეული ნაწილები დადნა, დანარჩენი დეტალები კი დაიფერფლა.

2015 წელს სპორტქარს სრულყოფილი მოდიფიკაცია შეეხო და მაშინ განახლების ღირებულებამ 575 000 დოლარი შეადგინა. მოდელი 3,6 ლიტრის მოცულობის ძრავით აღჭურვეს და აგრეგატს 390 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. აგრეგატი 6–დიაპაზონიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობდა. სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე კი 283 კმ/სთ იყო.

თუმცა, სპორტქარის მაღალ ფასს ეს მოდიფიკაცია ნამდვილად არ ამართლებს, რადგან ლოტისგან ამჟამად აღარაფერია დარჩენილი.

ტეგები: Porsche

მსგავსი თემები