LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მაიკლ ჯორდანის Mercedes-Benz აუქციონზე გაიყიდება

195
merscedesbenzjordan

ბევერლი–ჰილზის საავტომობილო კლუბმა კალათბურთის ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის ერთ–ერთი ავტომობილის გაყიდვა დააანონსა. საუბარია 1996 წლის Mercedes-Benz–ზე, რომელიც გერმანულმა ატელიე Lorinser–მა დაატუნინგა. ვაჭრობა eBay-ს ონალინ აუქციონზე გაიმართება და საწყისი ფასი ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.

ავტომობილი Green Black Metallic-ის ფერშია შეღებილი და 18 დიუმიანი ქრომირებული დისკებითაა აღჭურვილი. S600 მოძრაობაში 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ძრავს მოყავს და აგრეგატს 389 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 24 წლის განმავლობაში „მერსედესმა“ 252,6 ათასი კილომეტრის გავლა მოასწრო.

საავტომობილო კლუბი მზადაა, რომ წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი რომელიც ავტომობილისა და ჯორდანის ურთიერთობას დაადასტურებს.

საინტერესოა, რომ გარდა Mercedes-Benz S600–ისა, კალათბურთის ლეგენდა Ferrari 550 Maranello–ს, Ferrari 512 TR–სა და Ferrari 599 GTB Fiorano–ს, რამდენიმე Corvette ZR-1–ს ,Mercedes-Benz SLR McLaren 722 Edition–ს, Mercedes-Benz SL55 AMG–ს, Bentley Continental GT–ს, Aston Martin DB7 Vantage Volante–სა და DB9 Volante–ს, ასევე კაბრიოლეტ Porsche 911 Turbo Slant Nose–ს ფლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები