LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯონ კენედის Lincoln Continental აუქციონზე გაიყიდება

80
licolnkenedy

ამერიკის აუქციონზე Bonhams 1963 წელს გამოშვებული თეთრი კაბრიოლეტი Lincoln Continental გამოიტანეს. ამ ავტომობილით აშშ–ს 35–ე პრეზიდენტი ჯონ კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გადაადგილდებოდნენ.

თეთრი Lincoln საპრეზიდენტო ოჯახს 63 წლის 21 ნოემბერს გადასცეს. მეორე დღეს ცოლ–ქმარი ამ ავტომობილით BBC–ის ბაზას ესტუმრა, საიდანაც დალასისკენ საბედისწერო ვიზიტით გაემგზავრა. ასე რომ გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი უკანასკნელია, საიდანაც კენედი ცოცხალი გადმოვიდა.

მიუხედავად საკმაოდ მდიდრული ისტორიისა, 47 წლის კაბრიოლეტი მშვენიერ ფორმაშია შემონახული. ამჟამინდელი ფლობელის ინფორმაციით, მოდელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. თუმცა, ახალი მფლობელი მისით გასეირნებას ვერ შეძლებს. საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო ავტომობილი მხოლოდ კოლექციაში შესანახად გამოდგება და გზაზე გამოსვლის უფლება არ აქვს.

საინტერესოა, რომ აუქციონის სახლის სპეციალისტებმა ავტომობილი 500 ათას დოლარად შეაფასეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები