LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Hyundai–ს ყველაზე პატარა კროსოვერი გზაზე პირველად დააფიქსირეს

94
carscoops

კომპანია „ჰიუნდაიმ“ ყველაზე პატარა სერიული კროსოვერის დატესტვა დაიწყო. ყველგანმავალი ჰეტჩბეკი i20–ის ბაზაზეა აგებული. პაპარაცებმა სიახლე გზაზე პირველად დააფიქსირეს და კადრები გამოცემა Carscoops.com–მა გაავრცელა.

სუბკომპაქტურმა Hyundai i20–მა თაობა გახაფხულზე შეიცვალა და კომპანია უკვე ახალი ოჯახური მოდელის, კომპაქტური კროსოვერის წარსადგენად ემზადება. განსხვავებით წინამორბედებისგან სიახლე ორიგინალურ ძარას მიიღებს. წინა თაობებთან მას მხოლოდ წინა ნაწილი აახლოებს, დანარჩენი კი სრულიად განსხვავებული იქნება.

გავრცელებულ ფოტოებში სალონის ერთადერთი ფოტო მოხვდა და დიზაინი აშკარად i20–ისგანაა ნასესხები. მოდელმა 10,25 დიუმიანი ციფრული პანელი და მულტიმედიური სისტემის ეკრანი მიიღო.

ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ზუსტდება, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ რომ კროსოვერი 1,0 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავს, ორ ვარიაციაში 100 ან 120 ცხენის ძალით მიიღებს. ამასთან, აგრეგატი მოიცავს 48 ვოლტიან ელემენტსაც, ანუ სიახლე „მსუბუქი ჰიბრიდი“ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები