LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გასაყიდად გამოიტანეს უნიკალური Ferrari, რომლის გარბენიც მხოლოდ 311 კილომეტრია

66
redferrarinews345

ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება უნიკალური Ferrari F40, რომელიც 1992 წელსაა აწყობილი. მთელი 28 წელი სუპერქარმა კერძო კოლექციაში გაატარა და მხოლოდ 311 კილომეტრი აქვს გავლილი. მოდელს ტექნიკური შემოწმება რეგულარულად უტარდებოდა ხოლმე, ამიტომ ის იდეალურ მდგომარეობაშია შემონახული.

სუპერქარი F40–ის სერიის ბოლო მოდელია და თავის დროზე მხოლოდ 21 ეგზემპლარი გამოვიდა. წონის შესამცირებლად ავტომობილის სალონში არანაირი ზედმეტი დეტალი არ არის და ადგილი მხოლოდ კონდიციონერისთვის გამოიძებნა.

სუპერქარის კაპოტის ქვეშ Twin-turbo V8 ძრავია მოთავსებული. აგრეგატი 5–სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშობს და 478 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. F40 მხოლოდ 1100 კგ–ს იწონის და სწორედ ამიტომ 100 კმ–მდე გასახურებლად მხოლოდ 4,1 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ–ია.

რარიტეტული მოდელის სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები