LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჩინელებმა ტაქსისტებისთვის იდეალური ავტომობილი შექმნეს

50
chinataxi

ჩინელებმა ტაქსისტებისთვის იდეალური ავტომობილი შექმნეს. ელექტროქარი BYD D1 კომერციული ექსპლუატაციისთვისაა გათვლილი და მგზავრების კომფორტულ გადაადგილებაზეა მორგებული.

BYD D1–ის სიგრძე 4390 მმ, სიმაღლე 1650 მმ, ხოლო სიგანე 1850 მმ–ია. საინტერესო დეტალია – მოძრავი უკანა მარჯვენა კარი, რაც მგზავრების ჩასხდომა–გადმოსხდომის პროცესს ბევრად ამარტივებს.

ელექტროქარის საბურავების ბაზა 2800 მმ–ია და ამ მაჩვენებლით ავტომობილი Toyota Camry–ს ცოტათი ჩამორჩება. სახურავი საკმაოდ მაღალია, ასე რომ შიგნით დიდი სივრცეა. მოკლედ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ უკან მყოფმა მგზავრებმა თავი კარგად იგრძნონ.

ელექტროქარის სალონის შექმნისას იდეის ავტორები საკმაოდ პრაგმატულები იყვნენ – არის გათბობის სისტემა, კონდიციონერი, ფანჯრის აწევის ელექტრონული სისტემა და ვსო. რაც შეეხება მძღოლის დამხმარე ასისტენტებს, უნდა აღინიშნოს – კრუიზ კონტროლი, ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა და უკანა ხედვის კამერა.

კაპოტის ქვეშ 136 ძალის ელექტროძრავია მოთავსებული და მოდელის სვლის მარაგი 418 კილომეტრს შეადგენს.

უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტი – სახეების ამომცნობი სისტემაა, ასევე დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი – თუკი მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევს, მგზავრების წაყვანის უფლება აღარ ექნება. აგრესიული მგზავრებისგან დასაცავად კი სასწრაფო დახმარების გამოძახების ღილაკი არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები