LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley–მ წარმოება ახალი წესებით განაახლა

79
autonewsmay25

კომპანია Bentley-მ ავტომობილების წარმოება განაახლა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა რეკომენდაციაც გაითვალისწინა. ამისთვის კი 250 ახალი წესის შემოღება გახდა საჭირო.

კომპანიას წესების შემუშავება თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად დასჭირდა. რეორგანიზაციის შემდეგ ასობით სიახლე დამტკიცდა და მწარმოებელმა ხელისუფლებისგან სერტიფიკატი – COVID-19 Secure მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქარხანაში ჰიგიენური და სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ნორმები მკაცრადაა დაცული.

ქარხანაში ადამიანებისა თუ ტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა შემოიღეს. გადააკეთეს ტუალეტები, რათა მათი გამოყენება ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეძლოს. ყველა თანამშრომელი ვალდებულია, რომ ატაროს სამედიცინო ნიღბები, ხოლო ვისაც დისტანციურად მუშაობა შეუძლია საერთოდ სახლში უნდა დარჩეს.

კომპანიაში რეგულარული დეზინფექციაც ტარდება, კრებისა თუ მოლაპარაკებების წესი კი შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები