LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley–მ ავეჯის კოლექცია გამოუშვა, თან ძალიან მდიდრული

58
bentleynews5

კომპანია Bentley-მ ავეჯის კოლექცია Home გამოუშვა. ბრიტანულმა მწარმოებელმა პირველად გამოიყენა გადამუშავებული მატერიალი და ხის ჩვეულებრივი ფერისგან განსაკუთრებული შეფერილობა მიიღო.

Bentley Home Collection 2021–ის ინტერიერზე Luxury Living Group–ის ჰოლდინგის დიზაინერები და ასევეე Bentley Design–ის დანაყოფის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფს ადრე Bugatti–ს ავეჯი აქვს დამზადებული.

რაც შეეხება ახალ კოლექციას, მასში –  სასადილო მაგიდა Aldford, სავარძელი Ramsey, დივანი Loveseat და სამუშაო მაგიდა Styal შედის. თითოეული ნივთისთვის დამკვეთის სურვილის მიხედვით სხვადასხვა ფერის შერჩევაა შესაძლებელი.

Bentley–ში ამბობენ, რომ ავეჯის ბევრი დეტალი ხელითაა შექმნილი, ამიტომ მთელ კოლექციაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები