LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აშშ–ში იაპონიიდან უკანონოდ შემოტანილი ავტომობილების კოლექცია იყიდება

41
autonews924

აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოტანილი ავტომობილების კოლექცია გამოიტანა. მათ, ვისაც საკულტო ავტომობილების შეძენა მოუნდება, მოუწევთ, რომ ექსპორტზე თავად იზრუნონ და  აშშ–ს ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში კონფისკაციისთვისაც მზად იყვნენ.

ამერიკის მთავრობის ინფორმაციით, იაპონური ავტომობილების კოლექცია რამდენიმე ლეგენდარულ სპორტქარს მოიცავს, მათ შორისაა ისეთი მოდელები როგორიცაა სხვადასხვა თაობის Nissan Skyline GT-R, ასევე სპორტული Silvia და სხვა უნიკალური მოდიფიკაციები. ყველა ავტომობილი აშშ–ს ტერიტორიაზე სატვირთო კონტეინერით, დაშლილ მდგომარეობაში მოხვდა. თანაც, ტვირთი არამხოლოდ ძარას, არამედ ძრავას, ტრანსმისიას და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავდა.

როგორც ჩანს, ექსპორტიორმა ამ გზით გადასახადებისგან თავის არიდება სცადა, ავტომობილები უბრალო ჯართად გააფორმა. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე მათ აწყობას და საკმაოდ სოლიდური თანხის დაზოგვას გეგმავდა.

აუქციონის წესების მიხედვით, მყიდველებს ლოტების დათვალიერება და ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გაგება შეეძლებათ. ყველა გაყიდულმა ავტომობილმა აშშ–ს საზღვრები უნდა დატოვოს. ქვეყანაში ხელმეორედ აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ მფლობელებს სერიოზული ჯარიმები ელოდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები