LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 50 წლის საპატრულო Subaru–ს აუქციონზე გაყიდიან

98
subaru-newssssbbbbbb

აუქციონის სახლმა RM Sothebys გასაყიდად, საკმაოდ იშვიათი 1970 წლის Subaru 360 გამოიტანა. ნახევარი საუკუნის საპატრულო ავტომობილი ახალი ზელანდიის პოლიციას ემსახურებოდა და პატრონს 2020 წლის 1 მაისს შეიცვლის.

კომპაქტური „სუბარუ“ 1958–და 1971 წლების შუალედში გამოდიოდა და მოდელის ტირაჟი 400 ათასი ეგზემპლარი იყო. მოდელს მცირე ზომების გამო იაპონიაში „ჭიამაიაც“ კი შეარქვეს. ავტომობილის სიგრძე – 2 990 მმ, სიგანე – 1300 მმ, სიმაღლე კი მხოლოდ – 1390 მილიმეტრია. ბიუჯეტური მანქანა ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ის როგორც ორ, ასევე სამკარიანი ძარის ვარიაციით იყიდებოდა.

აუქციონზე გამოტანილი ეგზემპლარი 25 ძალის ორ–ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და აგრეატი 4–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ავტომობილი ახალი ზელანდიის პოლიციის ფერებშია შეღებილი და მასზე შესაბამისი ემბლემაცაა დატანილი.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოდელი აუქციონზე ბოლოს 2010 წელს იყო გამოტანილი და უცნობმა კოლექციონერმა მასში 16 500 დოლარი გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები