LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 5 მილიონ ევროდ შეფასებული უნიკალური Pegani

198
pegani-nwsrd

იტალიურმა მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ლიმიტირებული ვერსიის Huayra lmola–ს შესახებ რამდენიმე დეტალი გაემხილა. ჰიპერქარს სახელი დინო ფერარის სახელობის ავტოდრომის საპატივცემულოდ დაერქვა. სიახლე Pegani–ს სერიაში ყველაზე ძვირდაღირებული და ყველაზე იშვიათი ავტომობილი იქნება.

მართალია,  Huayra Imola–ს ვიზუალი ერთ–ერთმა კლიენტმა გადაიღო და კადრები ქსელშიც გაავრცელა, ბრენდი ოფიციალურ პრეზენტაციამდე მახასიათებლებზე არ საუბრობდა.

რამდენიმე დღის წინ კი მწარმოებელმა სიჩუმე დაარღვია. აღმოჩნდა რომ ვერსია lmola–ს 6 ლიტრის მოცულობის 12–ცილინდრიანი Mercedes-AMG–ს ფორსირებული ძრავი ექნება და აგრეგატი 839 ცხენის ძალას განავითარებს. სიახლის მასა 1246 კილოგრამია, ანუ ის Huayra Roadster BC–ზე 4 კილოგრამით უფრო მსუბუქი გამოვიდა.

და ბოლოს, პირველი Pagani Huayra–ს ნახვას ავტომოყვარულები ჟენევის ავტოსალონზე შეძლებენ და მთლიანობაში ბაზარზე 5 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები