LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 3000 ძალის ჰიპერქარი საბერძნეთიდან

150
chaos

ბერძნულ ჰიპერქარ Chaos–ზე კარგა ხანია აღარაფერი გაჟღერებულა. კომპანია Spyros Panopoulos Automotive–ს გვერდი თებერვლის შემდეგ არ განუახლებია, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს რომ პროექტი გაიყინა ან საერთოდ გაჩერდა. მწარმოებელმა ავტომობილის ვიზუალი არ გაამხილა, თუმცა გამოცემა Autoweek–მა პატენტის კადრები მოიპოვა და ქსელშიც გაავრცელა.

საოცარი ჰიპერქარის შექმნის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. კომპანია ირწმუნებოდა, რომ სიახლე უახლეს აგრეგატს და 3000 ცხენის ძალას მიიღებდა. წესით „ქაოსს“ 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარება 2 წამზე ნაკლებ დროში უნდა შესძლებოდა, მაქსიმალური სიჩქარით კი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ Koenigsegg Jesko Absolut–საც აჯობებდა.

ტექნიკური შიგთავსის შესახებ არსებული ასეთი სრულყოფილი ინფორმაციის მიუხედავად, მოდელის ვიზუალი დიდ საიდუმლოდ რჩებოდა. ამიერიდან კი ნათელია, რომ ჰიპერქარი  Aston Martin Valkyrie–სა და Ferrari LaFerrari FXX K Evo–ს ჰიბრიდს ჰგავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები