LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულა 1”-ის ჩემპიონი Lamborghini ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება

185
Lamborghini-Countach-LP-5000-S

აუქციონის სახლმა Motorcar Gallery გასაყიდად უნიკალური Lamborghini Countach LP 5000 S გამოიტანა. ავტომობილი 35 წლის წინ ააგეს და იტალიური წარმოშობის ამერიკელ მრბოლელს მარიო ანდრეტის უსახსოვრეს.

სპორტქარი 4,8 ლიტრის მოცულობის ძრავითაა უზრუნველყოფილი და 371 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილის გარბენი 17 715 კილომეტრს შეადგენს და მისი საწყისი ღირებულება 499 ათასი დოლარი იქნება.

შედარებისთვის ქსელში იძებნება განცხადება LP 5000 S-ის გაყიდვის შესახებ, რომლის გარბენიც 94 ათასი კილომეტრია და ფასი კი 249 500 დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები